imedi /  11 აგვისტო 2017, 22:28 / სანდო წყარო

გორან ბრეგოვიჩმა ქართველ მსმენელებს მიმართა

გორან ბრეგოვიჩი

გორან ბრეგოვიჩი საქართველოში დაგეგმილ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველ მსმენელს მიმართავს. მუსიკოსის ვიდეოს Black Sea Arena-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

„გაუმარჯოს საქართველოს, მე გორან ბრეგოვიჩი ვარ. 26 აგვისტოს კონცერტს გავმართავ Black Sea Arena-ზე“. ველოდები თქვენთან შეხვედრას, ეს სიგიჟე იქნება! თუ არ გაგიჟდებით ესე იგი ნორმალურები არ ხართ!“, - ამბობს გორან ბრეგოვიჩი.

20 მაისს ცნობილი გახდა, რომ სერბი წარმოშობის მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი საქართველოში ჩამოდის. ბილეთები ხელმისაწვდომია tkt.ge-ზე.

კომენტარები ()