imedi /  11 აგვისტო 2017, 22:31 / სანდო წყარო

ქუთაისის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

ქუთაისის დრამატული
თეატრი

ქუთისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დასისა და სამხატვრო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

სამხატვრო საბჭომ კანდიდატების განაცხადები და პროგრამები განიხილა. ჩატარებული კენჭისყრით კი, ხმათა დიდი უმრავლესობთ, ენდი ძიძავამ გაიმარჯვა.

კონკურსში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი შალამბერიძე და ამავე თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა. 

გიორგი სიხარულიძემ, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, კონკურსში კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხსნა.

თეტრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ახლა კულტურის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც პროცედურებია საჭირო, პასუხი კი სექტემბრის პირველი ნახევრისთვის იქნება.

კომენტარები ()