imedi /  12 აგვისტო 2017, 00:31 / სანდო წყარო

Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეები დაასახელა

კელვინ ჰარისი

ჯურნალმა Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეების სია შეადგინა. რეიტინგი სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება, მაგრამ გამოცემის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

პირველ ადგილზე შოტლანდიელი კელვინ ჰარისია. მან ბოლო 12 თვის განმავლობაში 48,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ივნისში ჰარისმა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი გამოსცა სახელწოდებით Funk Wav Bounces Vol. 1.

მეორე ადგილზეა ნიდერლანდელი დიჯეი Tiesto 39 მილიონი დოლარის შემოსავლით. მესამეზე კი ამერიკული დუეტი The Chainsmokers-ია - 38 მილიონი დოლარით.

სიის ათეულში მოხვდნენ ასევე ამერიკელები Skrillex (30 მილიონი), სტივ აოკი (29,5 მილიონი), Diplo (28,5 მილიონი), ფრანგი დევიდ გეტა (25 მილიონი), წარმოშობით ჰოლანდიელი Marshmello (21 მილიონი), ნიდერლანდელი მარტინ გარიქსი (19,5 მილიონი) და გერმანელი Zedd-ი (19 მილონი დოლარი).

2016 წლის ნოემბერში Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსკოსები დაასახელა. სიაში პირველი აღმოჩნდა ტეილორ სვიფტი, რომლის წლიურმა შემოსვალმა 170 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომენტარები ()