imedi /  12 აგვისტო 2017, 11:14 / სანდო წყარო

თიანეთობის დღესასწაულზე წმინდა სამების ჯვარს აღმართავენ

დღეს თიანეთობაა, სახალხო დღესასწაული ოფიციალურად 12 საათზე დაიწყება. სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაც.

მანამდე კი, თიანეთში, წმინდა სამების სახელობის ტაძრის კურთხევა მიმდინარეობს. ცერემონია დილის 9 საათზე დაიწყო. დღესვე, ტაძარზე ჯვარს აღმართავენ. რამდენიმე საათში თიანეთში საქართველოს პრემიერმინისტრს ელოდებიან. გიორგი კვირიკაშვილი ჯვრის აღმართვის ცერემონიას დაესწრება, ამის შემდეგ კი თიანეთობაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები ()