imedi /  12 აგვისტო 2017, 17:01 / სანდო წყარო

გურჯაანში ქვის ხანის ძეგლები აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზიარსა და ფხოველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მეცნიერთა ჯგუფმა გვიანი ქვის ხანის სახელოსნო და სადგომი აღმოაჩინეს, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით სამასი მეტრით არის დაშორებული. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, სამი წელია მიმდინარეობს გათხრები, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ასეულობით არტეფაქტს მივაკვლიეთ, რომლებიც გვიანი ქვის ხანის პერიოდს მიეკუთნება. გათხრებს ამჟამადაც ვაწარმოებთ და ვიმედოვნებ კიდევ არაერთ საინტერესო არტეფაქტს მივაკვლევთ“ - ამბობს არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი.

ზიარსა და ფხოველში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 16 000 ლარით აფინანსებს.

აღმოჩენილი არტეფაქტების ხილვა დამთვარიელებლებს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ვეჯინის მუზეუმში შეეძლებათ.

კომენტარები ()