imedi /  12 აგვისტო 2017, 17:48 / სანდო წყარო

HBO ჰაკერებს 250 ათას დოლარს გადაუხდის

ტელეკომპანია HBO-ს წარმომადგენლებმა, ჰაკერებს, რომლებმაც კომპანიის საიდუმლო ინფორმაცია, მათ შორის ჯერ კიდევ არ გამოსული "სამეფო კარის თამაშების" სერიები მოიპარეს, 250 ათასი დოლარი შეთავაზეს, - წერს გამოცემა Hollywood Reporter-ი. 

1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერდნენ, რომ, ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ყოველდღე ინტერნეტში ვრცელდებოდა, როგორც სერიალის სცენარის ნაწყვეტები, ასევე HBO-ს დირექტორის რიჩარდ პლაპერის მიმოწერის ფრაგენტები და "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ტელეფონის ნომრებიც. 

ჰაკერები თანხის გადახდას ბიტკოინებში ითხოვდნენ. 

კომენტარები ()