imedi /  13 აგვისტო 2017, 11:08 / სანდო წყარო

ირაკლი ჩარკვიანის საღამოს გელა ჩარკვიანი წაიყვანს

ირაკლი ჩარკვიანი

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო - "ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია" - გაიმართება. საღამოს მუსიკოსის მამა გელა ჩარკვიანი წაიყვანს. 20-მდე სიმღერას სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებენ, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

კონცერტში მონაწილეობენ:

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
სტეფანე
ოთო ნემსაძე
გვანცა ჯაფარიძე
ნინა სუბლატი
ლევან მასპინძელაშვილი
მარიკო ლეჟავა
მაია დარსმელიძე
თიკა ბალანჩინი & New One Band
SOFT EJECT
GREEN ROOM
NEW ONE
რობი კუხიანიძე & OUTSIDER
LoudSpeakers
EKO & VINDA FOLIO

საღამოს ინიციატორები და ორგანიზატორები Bravo Records-ი და Altervision Group-ი არიან.

ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები ()