imedi /  13 აგვისტო 2017, 14:20 / სანდო წყარო

ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ ნოემბერში დასრულდება

,,ბატონის ციხის კომპლესის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ერეკლეობისთვის დასრულდეს" - ამის შესახებ imedinews-ს ისტორიული მუზეუმის დირექტორმა განუცხადა.

გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს, უკვე მოიხრეშა და დაიგო ფილებიც. გარდა ამისა, შიდა სამუშაოები ხორციელდება იმ შენობაში, სადაც გალერეა, ფონდსაცავი და მუზეუმი უნდა განთავსდეს.

პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიონამდე ლარია.

კომენტარები ()