imedi /  13 აგვისტო 2017, 15:02 / სანდო წყარო

ფოტოგრაფი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ფოტოებს ქმნის

ფოტოგრაფი კრის ჯორდანის საქმიანობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ფოტოებზე ასახვაა. ის დამტვრეულ მანქანებს, მობილურ ტელეფონებს, ცელოფნის პარკებსა და სხვა ყოველდღიური ნივთების „სასაფლაოებს“ იღებს.

მისი აზრით, ამ ფოტოებში კარგად ჩანს თუ რა რჩება ადამიანების მიერ შექმნილი ნივთებისგან საბოლოოდ.

ესენია მობილური ტელეფონები, მიკროსქემის დაფები, ტელეფონის დამტენები, მანქანები, შუშების ნამსხვრევები, ყოველდღიური ნაგავი, ლითონის ნაჭრები და სხვა.

კომენტარები ()