imedi /  13 აგვისტო 2017, 16:12 / სანდო წყარო

ივრის ნაპირზე არქეოლოგებმა უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

ივრისპირას აღმოჩენილი სავარაუდო ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაგრძელდება. imedinews-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ ტერიტორიის ნაწილი შემდგომი კვლევითი სამუშაოების გამო დაკონსერვებულია.

სპეციალისტებმა 500-600 მეტრში ახალი ნამოსახლარი და ბრინჯაოს არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ისტორიულ წყაროებში არ გვხვდება, თუმცა ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა არსებული ნამოსახლარი ნაქალაქარს.

,,ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვით, რა ტიპის არქეოლოგიურ ობიექტთან გვაქვს საქმე, დამატებით რამდენიმე ეტაპი კიდევ საჭიროა, რომ ე.წ. ნაქალაქრის არსებობა დავადასტუროთ. თუმცა, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქეოლოგიური ობიექტი ნადვილად არის. იქვე, დაახოებით 500-600 მეტრში აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისის ძალიან დიდი ნამოსახლარი, რომელიც აქამდე უცნობი იყო. ნადვილად საინტერესო დეტალები გამოვლინდა, გაიწმინდა სახელოსნო თავისი ქურით და აღმოჩნდა ბრინჯაოს კვალი. გარდა ამისა, ნაპოვნია სათავსო ნაგებობა თავისი არტეფაქტებით. ივრისპირებში ასეთი მძლავრი ნამოსახლარი ჯერ არ გათხრილა", - განუცხადა Imedinews-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგმა ქეთი დიღმელაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მკვლევრებმა ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე წლის იანვარაში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს.

კომენტარები ()