imedi /  31 იანვარი 2017, 15:46 / სანდო წყარო

პიტერ კაპალდი Doctor Who-ს ტოვებს

პიტერ კაპალდი

ბრიტანული სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ტელესერიალის, Doctor Who-ს ვარსკვლავმა პიტერ კაპალდმა განაცხადა, რომ პროექტს ტოვებს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი სეზონის პრემიერა 2017 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, ხოლო კაპალდი მონაწილეობას ფინალურ სერიაში მიიღებს. 58 წლის მსახიობის თქმით, მისთვის არსებობს სხვა არანაკლებ საინტერესო პროექტები.

Doctor Who – BBC-ს ყველაზე ხანგრძლივი სერიალია და ეკრანებზე 1963 წლიდან გადის. მთავარი გმირის როლი ათამდე მსახიობმა შეასრულა, მათ შორის - პიტერ კაპალდიმ, დევიდ ტენანტმა და მეტ სმიტმა. 

კომენტარები ()