imedi /  08 მარტი 2017, 11:30 / სანდო წყარო

სალომე ჯაშის ფილმი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "დაისის მიზიდულობა" კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფილმი ზაგრების დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კონკურსში საუკეთესო ფილმად აღიარეს და ჯილდო Big Stamp გადასცეს.

ფესტივალზე კიდევ ერთი ნამუშევარი, ლევან კოღუაშვილის ფილმი - "გოგიტას ახალი ცხოვრება" აჩვენეს.

ზაგრების დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ხორვატიაში 2005 წლიდან ტარდება.

აღსანიშნავია, რომ სალომე ჯაშის დოკ. ფილმი "დაისის მიზიდულობა" კიდევ 5 სხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, რომელთაგან ორი ფესტივალების მთავარი ჯილდოა. 

კომენტარები ()