imedi /  13 მარტი 2017, 15:48 / სანდო წყარო

თბილისში კულინარიული ფესტივალი "ფრანგული გემო" გაიმართება

საფრანგეთის ელჩი კულინარიის აკადემიაში

,,ფრანგული გემო’’-ასე ჰქვია საერთაშორისო ფესტივალს, რომელშიც თბილისის კულინარიის აკადემიის შეფმზარეულები და სტუდენტები წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას. საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში დიდიე ლერუა დღეს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიას ესტუმრა და საერთაშორისო ღონისძიებისთვის სხვადასხვა კერძი შეარჩია.

ფრანგული გასტრონომიის მასშტაბური ღონისძიება თბილისში 21 მარტს გაიმართება.

კომენტარები ()