imedi /  14 მარტი 2017, 01:56 / სანდო წყარო

იტალიაში ჰიტლერის ნახატი გამოფინეს

იტალიურ ქალაქ სალოში გამოფენა "სიგიჯის მუზეუმი" გაიხსნა, რომელზეც ადოლფ ჰიტლერის ნახატია წარმოდგენილი, - The Local-ი.

ორგანიზატორის თქმით, ეს ნაგავია, უბირი ადამიანის ნახატი, რომელიც არა დიქტატორმა, არამედ ნაძირალამ შექმნა.

გამოფენა, რომელზეც დაახლოებით 200 ტილო, ფოტო, ქანდაკება და მულტიმედიური ინსტალაცია წარმოდგენილი, 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.
 


ჰიტლერი ორჯერ შეეცადა ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას და არცერთხელ არ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მხატვარი არ გახდა, გვიან დახატული მისი ზოგიერთი ნამუშევარი, ნაცისტების ლიდერის სიკვდილიდან ათწლეულების შემდეგ, ძალიან ძვირად გაიყიდა.

კომენტარები ()