imedi /  14 მარტი 2017, 13:20 / სანდო წყარო

Jamiroquai შავი ზღვის ჯაზფესტივალს გახსნის

ბრიტანული ჯაზბენდი Jamiroquai, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში, საქართველოს 28 ივლისს ესტუმრება. ინფორმაცია ჯგუფმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.  ინფორმაცია მათ ოფიციალურ საიტზეც დევს. 

ჯგუფი საქართველოში Eastern Promotion-მა მოიწვია. კონცერტზე Jamiroquai ახალი ალბომიდან შეასრულებს სიმღერებს. ალბომს Automaton ჰქვია. 

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 მარტიდან გაიყიდება.

Jamiroquai საქართველოში გასული წლის ზაფხულში "Check in Georgia"-ს ფარგლებში იმყოფებოდა. 

კომენტარები ()