imedi /  14 მარტი 2017, 14:26 / სანდო წყარო

ქართულმა ანიმაციამ "ჯიბის კაცი" კანადაში 2 ჯილდო მიიღო

ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა "ჯიბის კაცი" კანადაში, მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ჯილდო მიიღო: "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი" და "სპეციალური პრიზი ახალგაზრდული ჟიურისგან".

ფილმზე ანიმატორი ანა ჩუბინიძე მუშაობდა.

"ჯიბის კაცი "ეროვნული კინოცენტრის, ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა და "ნიქოზის" კინოფესტივალის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გახდა.

სწორედ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დაინტერესდა მისით "ფოლიმაჟი", ტელეკომპანია Canal+.

ანამ "ჯიბის კაცზე" მუშაობა ფრანგ კოლეგებთან ერთად დაიწყო. ახლა ფილმს ნიუიორკში New York International Children's Film Festival-ზე ელოდებიან. რეჟისორი შტატებში დღეს მიემგზავრება. "ჯიბის კაცს" კი ქართველი მაყურებელი სექტემბერში იხილავს.

კომენტარები ()