imedi /  14 მარტი 2017, 15:08 / სანდო წყარო

ლონდონში წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი განთავსდა

ლონდონის წიგნის ბაზრობა

ლონდონის საერთაშორისო წიგნის 46-ე ბაზრობა დღეს გაიხსნა. მასში მონაწილეობს 124 ქვეყნის საგამომცემლო სექტორი და მათ შორის საქართველოც.

საქართველო ლონდონში, საგამოფენო ცენტს "ოლიმპიაში" ეროვნულ სტენდითაა წარმოდგენილი. სტენდზე მისულ დამთვალიერებლები და პარტნიორები შეძლებენ გაეცნონ ქართულ საგამომცემლო სახლებში სხვადასხვა დროს გამოცემულ თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, ასევე ქართველი ავტორების უცხო ენებზე შესრულებულ თარგმანებს. 

წიგნის ბაზრობა დღეს გაიხსნა და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

ლონდონის წიგნის ბაზრობა პირველად 1971 წელს ჩატარდა, ხოლო დღევანდელ სახელწოდებას 1977 წლიდან ატარებს. საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს შორის ლონდონის წიგნის ბაზრობას ინდივიდუალური ნიშა აქვს - მისი ცენტრალური თემა და ინტერესის საგანი საავტორო უფლებებია.

ლონდონის წიგნის ბაზრობის პლატფორმა, დიდწილად, საგამომცემლო დარგის სპეციალისტებზეა გათვლილი - ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ბიზნესს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ავტორებისა და მათი წიგნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები ()