imedi /  14 მარტი 2017, 18:58 / სანდო წყარო

The Girl with the Dragon Tattoo-ს სექუელი 2018 წელს გამოვა

დევიდ ფინჩერის ფილმის - "გოგონა დრაკონის ტატუთი" - სექუელს Sony Pictures-ი გადაიღებს. ფილმის სახელოწდება "გოგონა ობობას ქსელში" (The Girl in the Spider's Web) იქნება. ინფორმაციას Hollywoodreporter ავრცელებს. 

ფილმს "მილენიუმის" მეოთხე წიგნის მიხედვით გადაიღებენ. სტიგ ლარსონის სიცოცხლის განმავლობაში წიგნის სამი ნაწილი გამოიცა, რადგან მეოთხე ნაწილის დასრულება მწერალმა ვეღარ მოასწრო. მისი დასასრულის დაწერა შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლოზენკრანცემმა გადაწყვიტა. 

ფილმის სცენარზე ფედე ალვარესმა, რომელიც ფილმის რეჟისორიცაა, სცენარისტ სტივენ ნაითთან ერთად იმუშავა.

რაც შეეხება მსახიობებს - ფილმის სექუელში მონაწილეობას არ მიიღებენ პირველი ნაწილის მთავარი გმირების როლის შემსრულებლები დენიელ კრეიგი და რუნი მარა. ცნობილია, რომ ლისბეტ სალანდერის როლს სკარელტ იოჰანსონი ან ნატალი პორტმანი ითამაშებენ.

ფილმის პრემიერა 2018 წლის 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები ()