imedi /  14 მარტი 2017, 23:16 / სანდო წყარო

ჯორჯ ბუშის ნახატების ალბომი ბესტსელერი გახდა

უმცროსი ჯორჯ ბუში

Artnet-ის ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის ნახატების წიგნი გამოიცა, რომელიც ბესტსელერად იქცა. 

ალბომს "სიმამაცის პორტრეტები" ჰქვია. წიგნში ამერიკის არმიის 66 ვეტერანის პორტრეტია, რომლებთანაც პრეზიდენტი თავისი კარიერის განმავლობაში კონტაქტობდა.

წიგნი გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და დღემდე ის Publishers Weekly-ს გამოკითხვაში, ლიდერის პოზიციაზეა. 

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში ამერიკას 2001-2009 წლებში მართავდა.

კომენტარები ()