imedi /  15 მარტი 2017, 17:53 / სანდო წყარო

The Matrix-ის პირველ სერიას ხელმეორედ გადაიღებენ

კომპანია Warner Bros. "The Matrix" პირველ სერიას ხელმეორედ გადაიღებს. ინფორმაციას Hollywood Reporter ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, ფილმის სცენარის გადასაწერად სცენარისტ ზაკ პენთან იგეგმება თანამშრომლობა, მთავარ როლზე კი მაიკლ ბ. ჯორდანი მოიაზრება. ჯერ-ჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა კომპანია ხელმეორედ ითანამშრომლოს ფილმის ტრილოგიის რეჟისორებ დებ ვაჩოვსკებთან. 

თებერვლის ბოლოს, მსახიობმა კიანუ რივზმა მედიას უთხრა, რომ "მატრიცის" მომდევნო ეპიზოდში სიამოვნებით ითამაშებდა თუ ლანა და ლილი ვაჩოვსკები გადაიღებდნენ.

კომენტარები ()