imedi /  16 მარტი 2017, 01:47 / სანდო წყარო

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის უცნობი მოთხრობა გამოქვეყნდა

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა The New Yorker-მა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის უცნობი მოთხრობა, სახელწოდებით The I.O.U. გამოაქვეყნა, რომელიც 1920 წლით არის დათარიღებული. ჟურნალი 20 მარტიდან გაიყიდება, ონლაინ-ვერსია გამოცემის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

მთხრობელი გამომცემელია, რომელიც გაყიდვების და მაღალი ტირაჟის გამო მზადაა ნებისმიერი ხარისხის წიგნი გამოსცეს. 

2016 წლის სექტემბერში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპრილში გამოცემა Simon & Schuster-ის ამერიკული განყოფილება დაბეჭდავს კრებულს "მე მოვკვდები შენთვის", სადაც მწერლის მანამდე გამოუქვეყნებელი მოთხრობები შევა.

ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ყველაზე ცნობილი რომანებია "დიდი გეტსბი", "ნაზია ღამე" და ""უკანასკნელი მაგნატი".

კომენტარები ()