imedi /  16 მარტი 2017, 14:37 / სანდო წყარო

Depeche Mode-ი ალტერნატიული უფლებების მოძრაობას ემიჯნება

Depeche Mode-ის ვოკალისტი დევ გაანი კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი ჯგუფი ისეთი მიმდინარეობის მხარდამჭერია, რომელიც ისლამოფობიით, ჰომოფობიით და ანტისემიტიზმით ხასიათდება. ინფორმაციას Billboard ავრცელებს.

დევ გაანმა გამოცემას უთხრა, რომ Depeche Mode-ის სიმღერის ტექსტები ყოველთვის უფრო ახლოსაა სოციალურ საკითხებთან და მუშათა კლასთან. 

ულტრამემარჯვენე "ნაციონალური პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა რიჩარდ სპენსერმა, რომელიც ალტერნატიულ უფლებებს უჭერს მხარს, ბენდს "ალტერნატიული უფლებების მხარდამჭერი ჯგუფი" უწოდა, რამაც ბენდის მთავარი ვოკალისტი გააღიზიანა.

მუსიკოსის თქმით, ისეთი ადამიანი როგორიც სპენსერია, მედიისგან დიდ ყურადღებას არ უნდა იმსახურებდეს, რადგან სპენსერი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს.

თებერვალში Depeche Mode-მა ახალი სიღერა "Where's the Revolution" გამოუშვა, რომელშიც მსმენელებს რევოლუციის მოწყობისკენ მოუწოდებს. 

თებერვალშივე ჟურნალისტებმა რიჩარდ სპენსერს ჰკითხეს, მოსწონს თუ არა როკმუსიკა, რაზეც უპასუხა, რომ Depeche Mode-ი მოსწონს. მან ბენდი "ალტერნატიული უფლებების ჯგუფად" მოიხსენია.

"ალტერნატიული უფლებები" ამერიკული მოძრაობაა, რომელიც ტრადიციულ ამერიკულ შეხედულებებს უარყოფს. მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებები ჰომოფობიური, რასისტული და ისლამოფობიური შინაარსით ხასითდება. მათ ნეონაცისტებსაც უწოდებენ. 

კომენტარები ()