imedi /  16 მარტი 2017, 19:52 / სანდო წყარო

ლიუკ ბესონის ფილმში პუტინის პერსონაჟი აღარ იქნება

ლიუკ ბესონი

ფრანგმა რეჟისორმა და პროდუსერმა ლიუკ ბესონმა თავისი ფილმის, "კურსკის" სცენარიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პერსონაჟი ამოიღო, - წერს The Hollywood Reporter.

რეჟისორის თქმით, რუსეთის ლიდერის პერსონაჟის არსებობა ფილმში ერთ-ერთ მთავარ აქცენტად გადაიქცეოდა და ფილმის მთავარი ისტორია - წყალქვეშა ნავის დაღუპვა - ყურადღების მიღმა დარჩებოდა.

პუტინის როლი ბელგიელ მსახიობს მატიას შონარტს უნდა ეთამაშა. ეს იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტის პერსონაჟის პირველი ეკრანული სახე მაღალბიუჯეტიან კინოში.

რუსული წყალქვეშა ნავი "კურსკი", 2000 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის წვრთნების დროს ჩაიძირა. დაიღუპა 118 მეზღვაური.

ფილმს ბესონის სტუდია EuropaCorp-ი იღებს. გადაღებები აპრილში დაიწყება. ფილმი ეკრანებზე 2018 წელს გამოვა.

ინგლისური სამაშველო რაზმის ხელმძღვანელ დევიდ რასელს, ბრიტანელი მსხიობი კოლინ ფერტი თამაშობს. რეჟისორი თომას ვინტერბერგია.

 

კომენტარები ()