imedi /  16 მარტი 2017, 22:32 / სანდო წყარო

1990-იანი წლების საუკეთესო ფილმები დასახელდა

კინოჟურნალმა Little White Lies-მა 1990-იანი წლების 100 სუკეთესო ფილმის სია შეადგინა. სრულ ჩამონათვალს ჟურნალი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.  

პირველი ადგილი ფრანგი რეჟისორის, კლერ დენის ფილმმა დაიკავა. "კარგი სამუშაო" აფრიკაში უცხოური ლეგიონის ჯარისკაცების ცხოვრებაზეა გადაღებული. მეორე ადგილზეა ბრიტანელი ტერენს დევისის "გრძელი დღის დაასრული", ხოლო მესამეზე - რიჩარდ ლინკლეიტერის "მუქთახორა". სიის ბოლოს აღმოჩნდა იან დე ბონტის "სიჩქარე", რომელშიც მთავარ როლს კიანუ რივზი ასრულებს.

იანვარში, The Wall Street Journal-მა ოსკარით დაჯილდოებული ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე მოხვდა ვიქტორ ფლემინგის ფილმი "ქარწაღებულნი".

კომენტარები ()