imedi /  17 მარტი 2017, 20:13 / სანდო წყარო

ბრიტანულმა გამოცემამ ქართული 10 უძველეს ენას შორის დაასახელა

ბრიტანულმა საინფორმაციო კომპანია Culture Trip-მა გამოაქვეყნა სტატია - „10 უძველესი ენა, რომლებზეც დღესაც ლაპარაკობენ“ - სადაც ქართული ენაც შეიყვანა.

გარდა ქართულისა სიაში მოხვდა: ივრითი (ებრაული ენა), ტამილური, ლიტვური, სპარსული, ისლანდიური, მაკედონიური, ბასკური,ფინური და ირლანდიური.

სტატიის ავტორი ლანი სილინჯერი აღნიშნავს, რომ „კავკასიის რეგიონი - ლინგვისტების საგანძურია.“

„დიდ კავკასიურ ოჯახში, ქართული ყველაზე ძველია და ერთადერთია, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია.“ - აღნიშნულია სტატიაში.

გარდა ამისა, ხაზგასმულია ის ფაქტორი, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ენა გაჩნდა უფრო ადრე. „ენის ევოლუცია, ისევე როგორც ბილოგიური - ყოველ წუთს ხდება. ამიტომ შეუძლებელია, რომელიმე ენას კონკრეტული ასაკი მივაწეროთ. ისინი ყველანი მოხუცები არიან, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა". 

კომენტარები ()