imedi /  18 მარტი 2017, 00:14 / სანდო წყარო

ნობელიანტი პოეტი დერეკ უოლკოტი გარდაიცვალა

პოეტი და დრამატურგი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი დერეკ უოლკოტი კუნძულ-სახელმწიფოში სენტ-ლუსიაში გარდაიცვალა, - წერს BBC.

ლიტერატორი საკუთარ სახლში, 87 წლისა გარდაიცვალა. ​სიკვდილის მიზეზი უცნობია.   

დერეკ უოლკოტი 1930 წელს კარიბის ზღვის კუნძულ სენტ-ლუსიაში დაიბადა. გარდა ნობელის პრემიისა, ის არის ტომას ელიოტის პრემიის ლაურეატიც. 

უოლკოტმა ნობელის პრემია 1992 წელს მიიღო. მის ბიბლიოგრაფიაში 40 კრებული და პიესაა. მის მთავარ ნაწარმოებად ეპიკურ პოემას "ომეროსს" მიიჩნევენ.

უოლკოტი დიდი ხნის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ჰარვარდის უნივერსიტეტში, ხოლო ოქსფორდის უნივერსიტეტში პოეზიის საპატიო პროფესორის პოსტზე ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, მაგრამ იძულებული გახდა თავისი კანდიდატურა მოეხსნა ანონომიური წერილების გამო, რომელშიც მას სავარაუდოდ, 1980-იან წლებში სექსუალურ  შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

 

კომენტარები ()