imedi /  18 მარტი 2017, 01:47 / სანდო წყარო

კლინტონების შვილი ფემინიზმზე საბავშვო წიგნს წერს

კლინტონები
ნიუ-იორკი

ჰილარი და ბილ კლინტონების შვილი ჩელსი ახალ საბავშვო ილუსტრირებულ წიგნს გამოსცემს, რომლის სახელწოდებაა She Persisted ("მან დაიჟინა"), - წერს Entertainment Weekly.

წიგნი მოგვითხრობს 13 ცნობილი ამერიკელი ქალის ისტორიას, როგორებიც არიან ოპრა უინფრი, ჰელენ კელერი, კლარა ლემლიხი, ჰილარი კლინტონი და სხვ. ჩელსის თქმით, მისი წიგნის ყველა გმირმა გადალახა არასასურველი გარემოებები და შეერთებული შტატების ხატსურათი შექმნა.

წიგნის გამოცემა ჩელსი კლინტონმა თავად დაანონსა. "მე დავწერე ეს წიგნი ყველასთვის, ვისაც ოდესმე რამის თქმა სურდა, მაგრამ უთხრეს, რომ ხმა არ ამოეღო, ყველასთვის, ვინც ოდესმე არ აფასებდნენ", - თქვა მან.

წიგნი 30 მაისიდან გაიყიდება.

ეს ჩელსი კლინტონის პირველი წიგნი არ არის. ის არის ავტორი წიგნებისა ბავშვების აღზრდაზე, ჯანმრთელობაზე სწორ კვებასა და მასობრივ კომუნიკაციებზე.  
 

კომენტარები ()