imedi /  19 მარტი 2017, 01:10 / სანდო წყარო

ყველაზე გემრიელი საჭმელების რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა

აჭარული ხაჭაპური

ქვეყნები ევროპაში, სადაც ყველაზე გემრიელი ტრადიციული კერძები შეგიძლია დააგემოვნო, - რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზე გავიდა. ინფორმაციას "thrillist" ავრცელებს.

ქართულმა სამზარეულომ მოთხე ადგილი იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ დაიკავა. რეიტინგში სულ 48 ქვეყანა შედიოდა.

ექსპერტების შეფასებით, ქართული ტრადიციული სამზარეულო უნიკალურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რასაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობს ხელს. 

ამერიკულმა გამოცემამ მთავარ კერძად აჭარული ხაჭაპური დაასახელა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული კერძი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყნის საფირმო ნიშნადაც შეიძლება იქცეს.

რაც შეეხება სხვა კერძებს, რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ, აჭარული ხაჭაპურის შემდეგ, ძალიან პოპულარულია ხინკალი, ჩახოხბილი და კუჭმაჭი.

თებერვალში ქართული წვნიანი კერძი "ხარჩო" მსოფლიოს საუკეთესო ზამთრის კერძების ხუთეულში მოხვდა. ინტერნეტგამოცემამ The World Travel Guide (WTG) კერძს ხუთეულში მეორე ადგილი მიაკუთვნა.

კომენტარები ()