imedi /  19 მარტი 2017, 19:03 / სანდო წყარო

თომას გეინსბოროს ნახატი ინგლისის გალერეაში დანით დააზიანეს

ინგლისის ეროვნული გალერეა

მე-18 საუკუნის ბრიტანელი მხატვრის, თომას გეინსბოროს ნახატი "დილის სეირნობა" ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. ის ლონდონის ეროვნულ გალერეაში, ერთ-ერთმა ვიზიტორმა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ორ ადგილას დანით გაჭრა და დააზიანა. ინფორმაციას გამოცემა Telegraph ავრცელებს. 

თვითმხილველების თქმით, დამნაშავემ ისარგებლა დარბაზში მყოფი ბევრი ვიზიტორით და განზრახვა სისრულეში სწრაფად მოიყვანა. რამდენიმე თვითმხილველის თქმით, როდესაც პოლიციამ დამნაშავე დააკავა, ის იძახდა, რომ ბომბი ჰქონდა. 

ნახატი, ამ ეტაპზე, რესტავრატორებთანაა, რომლებიც მიყენებული ზიანის ღირებულებას აფასებენ. 

თომას გეინსბორომ ნახატი 1785 წელს შექმნა.

კომენტარები ()