imedi /  20 მარტი 2017, 12:37 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში ნოვრუზის დღესასწაული დაიწყო

ფესტივალი, რომელიც ნოვრუზის ზეიმს ეძღვნება დღეს, ბაქოში დაიწყო. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, 6 თებერვალს შეიქმნა „ტურიზმის ნაციონალური პროპაგანდის ბიურო“, რომლის მიზანია, საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის აღიარება.  

სააგენტო Sputnik-ის ცნობით, ფესტივალზე ჩამოსულ ტურისტებს ინფორმაციას 4 ენაზე მიაწოდებენ.

ნოვრუზი, აზერბაიჯანში ყოველი წლის 20 და 21 მარტს აღინიშნება. მზის ძველი კალენდრით. ეს დღე გაზაფხულის და ახალი წლის დასაწყისია.  ნოვრუზის აღნიშვნა 1926 წელს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა და აღდგა 1967 წელს. 

აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნავრუზს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი აქვს.

კომენტარები ()