imedi /  20 მარტი 2017, 16:24 / სანდო წყარო

New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი 9 საუკეთესო რეჟისორს შორის დაასახელა

ნანა ექვთიმიშვილი

სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმისთვის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღეს.

The New York Times-მა ისინი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ნახოს.

"ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს შეეძლოთ გენიალური ქორეოგრაფები გამხდარიყვნენ, მაგრამ ყველას გაგვიმართლა, რომ ისინი რეჟისორები არიან," - ასე აფასებს New York Times-ი მათ ნამუშევარს. 

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" სანდენსის კინოფესტივალზე წლის აღმოჩენად დასახელდა. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ერთობლივი ნამუშევრის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ NETFLIX-მა შეიძინა.

კომენტარები ()