imedi /  20 მარტი 2017, 17:44 / სანდო წყარო

კაპიტან ჯეკ ბეღურას პროტოტიპი იპოვეს

კადრი: "კარიბის ზღვის მეკობრეები:შავი მარგალიტის წყევლა"

თურქული გაზეთი Daily Sabah-ი ამტკიცებს, რომ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მთავარი გმირი კაპიტან ჯეკ ბეღურა, მეკობრე ჯეკ უორდის პროტიტიპია.

უორდი, დაახლოებით 1550 წელს ინგლისში დაიბადა. ისტორიკოსების ცნობით, კაპიტანს ჩიტები უყვარდა და ამიტომაც ჰქონდა მეტსახელი „ბეღურა“. ტუნისში მოგზაურობის დროს მიიღო ისლამი და სიცოცხლის ბოლო წლები ოსმალეთის იმპერიას ემსახურებოდა.

უორდზე შოტლანდიელი მოგზაური და მწერალი უილიამ ლიტგოუც წერს. ის აღნიშნავს, რომ მეკობრე ლოთი იყო და ისლამის მიღების შემდეგ, ალკოჰოლს აღარ ეკარებოდა. ლიტგოუს თქმით, ჯეკ უორდი ჩალმასაც ატარებდა.

„ბეღურას“ ასევე 1612 წლის პიესაც ეძღვნება - „ქრისტიანი იქცა თურქად“, რომელიც ინგლისელმა დრამატურგმა რობერტ დაბორნმა დადგა.

„კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ (Pirates of the Caribbean 5: Dead Men Tell No Tales), კაპიტანი ჯეკ ბეღურას ეპიკური საგის ფინალური სერიაა.

მსოფლიო პრემიერა 26 მაისაა ჩანიშნული. 

კომენტარები ()