imedi /  20 მარტი 2017, 20:17 / სანდო წყარო

ევროვიზიის რუს კონკურსანტს უკრაინაში არ შეუშვებენ

იულია სამოლოვოი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, "ევროვიზია 2017"-ზე მონაწილეობის მისაღებად, რუს კონკურსანტს ქვეყანაში არ შეუშვებს. ამის შესახებ, უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტი უკვე მოამზადა. ინფორმაციას Интерфакс-Украина ავრცელებს. 

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილი გრიცაკის განცხადებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა დოკუმენტი უკვე მომზადებულია. "ევროვიზია 2017" წელს კიევში ტარდება. რუსეთს კონკურსზე მომღერალი იულია სამოილოვა წარადგენს.

მომღერალი პირველი ჯგუფის ინვალიდია და სავარძლით გადაადგილდება. 

რუსი მომღერლის უკრაინაში შეშვება-არ შეშვების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ცნობილი გახდა, რომ იულია სამოილოვამ 2015 წელს ყირიმში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის პოლიტიკის მიხედვით კი, ხელოვნები, რომლებიც ყირიმში გამართულ რაიმე სახის აქტივობაში მონაწილეობენ, უკრაინაში აღარ უშვებენ.

"ევროვიზია 2017"-ზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება. ფინალი კი 13 მაისსაა დაგეგმილი. 

კომენტარები ()