imedi /  20 მარტი 2017, 23:42 / სანდო წყარო

ამერიკელი ქორეოგრაფი ტრიშა ბრაუნი გარდაიცვალა

ტრიშა ბრაუნი

ამერიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, თანამედროვე ქორეოგრაფიული ხელოვნების ცნობილი წარმომადგენელი ტრიშა ბრაუნი 80 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს

მოცეკვავე 18 მარტს, ტეხასის შტატში, სან-ანტონიოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ტრიშა ბრაუნმა თავისი სახელობის საცეკვაო დასი 1970 წელს შექმნა. მალე ის თნამედროვე ცეკვის წამყვან კოლექტივად იქცა.   

2005 წელს ტრიშა ბრაუნმა ყველზე საპატიო ნომინაციაში "ხელოვნებაში ცხოვრებისთვის" მიიღო პრემია "ბენუა დე ლა დენსი".

კომენტარები ()