imedi /  06 აპრილი 2017, 14:39 / სანდო წყარო

Trasnformers-ის კიდევ 14 ეპიზოდს გადაიღებენ

Transformers-ის რეჟისორმა მაიკლ ბეიმ Sci-Fi-ს მოყვარულებს სასიხარულო ამბავი ამცნო. მისი თქმით, Transformers-ების კიდევ 14 ეპიზოდს გადაიღებენ, მათი სცენარები კი უკვე დაწერილია. ინფორმაციას Cnet ავრცელებს.

მაიკლ ბეის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი გმირის, ტრანსფორმერ ბამბლიბის შესახებ ფილმი 2018 წელს გამოვა, Transformers-ების მეექვსე ნაწილის შექმნა კი 2019 წელსაა დაგეგმილი. 

რეჟისორის თქმით, ის არ აპირებს ყველა სერიის გადაღებას, თუმცა რამდენიმეზე კიდევ სიამოვნებით იმუშავებს. 

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, ერთ-ერთი წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ფილმი Transformers-ია, რომლის 4 ეპიზოდიც უკვე გამოვიდა ეკრანებზე, მეხუთე ნაწილის პრემიერა კი 23 ივნისაა დაგეგმილი.

კომენტარები ()