imedi /  10 აპრილი 2017, 15:58 / სანდო წყარო

Tbilisi Open Air 2017-ის ლაინაფის ანონსმა სოცქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია

11 აპრილს, 12:00 საათზე ფაბრიკაში Tbilisi Open Air 2017-ის პრესკონფერენცია გაიმართება და ორგანიზატორები ფესტივალის ჩატარების თარიღს, ადგილს, მონაწილე არტისტების ვინაობასა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრებენ.

რამდენიმე დღის წინ AlterVision-მა უცნაური ბრენდინგი დააანონსა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ Facebook-ზე ატვირთეს პოსტერი წარწერით "Moosic Breaks Free", რის გამოც სოციალური ქსელის მომხმარებლები მომავალი ლაინაფის თავიანთ ვერსიებს წერდნენ. 

პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი ფესტივალის სპონსორების, პარტნიორებისა და შემსრულებლების ვინაობა და გასაგები გახდება წლევანდელი ფესტივალის უცნაური ბრენდინგის შინაარსიც. 

 

კომენტარები ()