imedi /  11 აპრილი 2017, 22:58 / სანდო წყარო

Vogue-მა საქართველოს მთებში მოგზაურობის 5 მიზეზი დაასახელა

გერგეთის სამება

Vogue-ის ჟურნალისტმა ჯენიფერ მერფიმ დაასახელა ხუთი მიზეზი, თუ რატომ ღირს საქართველოს მთებში მოგზაურობა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სილამაზე 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის "რკინის ფარდის" უკან იმალებოდა და ამჟამად საქართველო „უნიკალური სუფრითა და ღვინით, ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხის ქვეყანაა“.

ჟურნალისტი გამოყოფს ყაზბეგის სასტუმროს, რომელიც მიუხედავად ველური ბუნებისა, უჩვეულო კომფორტს შეუქმნის დამსვენებლებს.

კომფორტი მხოლოდ სასტუმროებით არ შემოიფარგლება, არამედ კერძებითაც. Vogue აღნიშნავს ხინკლისა და ხაჭაპურის უნიკალურ გემოს, რომელიც „აქაური ხალხივით თბილია“.

თავგადასავლების მოყვარულთათვის სათხილამურო კურორტების დაბალი ფასები მესამე მიზეზია. „160 დოლარი ერთი ადამიანი, განსხვავებით შვეიცარიისგან (390$)“.

ჟურნალისტი სვანეთსაც აღნიშნავს და წერს, რომ ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება მთლიანად UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის.

მეხუთე მიზეზად ის  ყაზბეგის საფრენ აპარატებს ასახელებს. რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ყაზბეგისა და გუდაურის დათვალიერება „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან“.

კომენტარები ()