მსოფლიო

27 აპრილი 2017, 00:52

ვაშინგტონი მზადაა კიმ ჩენ ინი "გონზე მოიყვანოს"

აშშ-ის შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში განთავსებული ანტისარაკეტო თავდაცვის ახალი სისტემის მიზანი ჩრდილოკორეელი ლიდერის კიმ ჩენ ინის "გონზე მოყვანაა" და არა მისი "დაჩოქება".

27 აპრილი 2017, 00:30

ბრაზილიელი ინდიელები პოლიციელებს მშვილდ-ისრებით დაუპირისპირდნენ

ბრაზილიის დედაქალაქში ათასობით მკვიდრი ინდიელი შეგროვდა საპროტესტო აქციაზე. პოლიციასთან შეტაკება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ კონგრესამდე მიაღწიეს. მათი მონაცემებით, 2016 წელს ტერიტორიული კონფლიქტის გამო 13 ინდიელი დაიღუპა.

26 აპრილი 2017, 23:25

ოდესაში სააკაშვილის დარქმეულ ქუჩებს სახელები გადაარქვეს

ოდესელმა დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს იმ ქუჩებს, რომელთა სახელწოდებები თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა. გადაწყვეტილების პროექტს კენჭი ისე უყარეს, რომ დეპუტატებმა ქუჩების ახალი დასახელებები არც იცოდნენ.

26 აპრილი 2017, 20:42

მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა

პლანეტის პოპულაციამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა და ამჟამად შვიდი მილიარდ ხუთასი მილიონ სამასოთხმოცდაჩვიდმეტი ათასზე მეტნი ვართ. საქართველოში კი 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიო პოპულაციის 0.049%-ია.

26 აპრილი 2017, 20:16

გერმანიაში პოტენციური ტერორისტების 30% თურქია

დღეისათვის, გერმანიის ტერიტორიაზე დაახლოებით 950 პოტენციური ტერორისტია, აქედან 100-ზე აუცილებელი დეპორტაცია ვრცელდება. ამ უკანასკნელთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, 30%-ზე მეტი ადამიანი, წარმოშობით თურქია.

26 აპრილი 2017, 17:04

ბარაკ ობამა ბანკირებისგან 400 000-დოლარიანი ჰონორარის მიღებისთვის გააკრიტიკეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააკრიტიკეს ჰონორარისთვის, რომელსაც მას Canton Fitzgerald LP-ის ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ბანკირების წინაშე გამოსვლისთვის გადაუხდიან. ჰონორარის ოდენობა - 400 000 დოლარი ბანკის ხელმძრვანელობამ დაადასტურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 აპრილი 2017, 16:44

ფრანგი მერი მუსლიმებზე კომენტარისთვის სასამართლომ 2 000 ევროთი დააჯარიმა

მერის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მორიგი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილობრივ სკოლებში ძალიან ბევრი მუსულმანი სწავლობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კრიტიკისა და ბრალდების საპასუხოდ მერმა თავი იმით იმართლა, რომ „მან უბრალოდ თავის ქალაქში არსებული სიტუაცია აღწერა“.

26 აპრილი 2017, 14:46

Twitter-მა ბრიტანული დაზვერვის ექაუნთები გააუქმა

Twitter-მა დიდი ბრიტანეთის პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურის MI5-ის ანგარიშები დაბლოკა. ყალბ ანგარიშებს სამართალდამცავი სტრუქტურები სოციალურ ქსელში ტერორისტების გამოსავლენად იყენებდნენ. Twitter-მა ეს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვის მოტივით ახსნა.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}