imedi /  12 აპრილი 2017, 23:33 / სანდო წყარო

"მონაკოს" "ბორუსიასთან" გამარჯვებაში მასპინძლების ავტოგოლი დაეხმარა

დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ თამაშში "მონაკოსთან" დამარცხდა. 

შეხვედრა დღეს, 12 აპრილს, დორტმუნდში გაიმართა და მასპინძელთა დამარცხებით - 2:3 დასრულდა. "მონაკოს" გუნდიდან დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, ხოლო ერთი გოლი საკუთარ კარში "ბორუსიის" მცველმა სვენ ბენდერმა გაიტანა. დორტმუნდელებისგან კი "მონაკოს" კარში გოლები უსმან დემბელემ და სინჯი კაგავამ გაიტანეს.

თავდაპირველად მატჩი 11 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ "ბორუსიის" ავტობუსთან მომხდარი აფეთქების გამო, ის ერთი დღით გადაიდო. აფეთქების შედეგად დაზარალდა დორტმუნდელთა მცველი მარკ ბარტრა. მან ჭრილობები და ხელის მოტეხილობა მიიღო. იმედოვნებენ, რომ ის რამდენიმე კვირაში ვარჯიშს განაახლებს.

განმეორებითი შეხვედრა მონაკოში 19 აპრილს გაიმართება.

კომენტარები ()