imedi /  13 აპრილი 2017, 12:07 / სანდო წყარო

კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი მოხსნა

პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირებზე 100 გოლი გაიტანა. მან ამ ნიშნულს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნთან" შეხვედრაში მიაღწია. 32 წლის თავდამსხმელმა საიუბილეო გოლი "ბაიერნის" მეკარეს ნოიერს ფეხებს შორის გაუძვრინა.

ამ შედეგის მისაღებად რონალდუს 143 თამაშის ჩატარდება დასჭირდა. მეორე ადგილზე არგენტინელი ლიონელ მესია, რომელსაც ევროთასებზე 118 შეხვედრაში 97 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები ()