imedi /  14 აპრილი 2017, 12:43 / სანდო წყარო

აშშ-ის ყველაზე მძლავრი ბომბისგან 36 ისლამისტი დაიღუპა

BBC-ის ცნობით, ავიადარტყმების შედეგად, რომლის დროსაც აშშ-მ გამოიყენა უდიდესი არაბირთვული ბომბი ექსტრემისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ 36 ექსტრემისტი დაიღუპა, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან, - იუწყება ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო. ექსტრემისტები მიწისქვეშა კომპლექსში იმალებოდნენ. დარტყმის შედეგად განადგურებულია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი თავშესაფარი.

პარასკევს ღამით, პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ თავის არსენალში არსებული ყველაზე დიდი ბომბი ჩააგდო ავღანეთის ტერიტორიაზე და ისლამური დაჯგუფების პოზიციები დაბომბა.

ბომბი GBU-43 9 მეტრის სიგრძისაა და 10 ტონას იწონის. მას “ყველა ბომბების დედას ეძახიან“. პირველად მას ტესტირება 2003 წელს ჩაუტარეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში არასოდეს გამოუყენებიათ. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ დაბომბვას „დიდი წარმატება“ უწოდა

კომენტარები ()