imedi /  15 აპრილი 2017, 21:06 / სანდო წყარო

ვენაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ვენაში, სადგურ მაიდლიგში, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Twitter-ის მეშვეობით ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს.

"სადგური მაიდლიგი მომდევნო მითითებებამდე ბლოკირებული იქნება. 30-ზე მეტი ადამიანი გადავარჩინეთ, შვიდია დაჭრილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სადგურზე მიმდინარეობს საავარიო-სამაშველო სამუშაოები, - აცხადებენ სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ინციდენტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ. კადრებში ჩანს, რომ ზოგიერთი ვაგონი რელსებიდან გადასულია.
 


 

როგორც ცნობილი ხდება, ერთმანეთს საქალაქო ელმავალი და საერთაშორისო მატარებელი შეეჯახა. სამაშველო ოპერაციაში 50-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს. დაშავებულთა ტრანსპორტირებისთვის კი ვერტმფრენი მუშაობს.

ამ ეტაპზე ავარიის დეტალები ზუსტდება.

კომენტარები ()