imedi /  16 აპრილი 2017, 16:20 / სანდო წყარო

ბაშარ ასადის ცოლს შეიძლება ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მეუღლე, ინგლისში დაბადებულმა ასმა ასადმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგოს. ამის შესახებ The Telegraph წერს.

გამოცემის ცნობით, ასმა ასადმა ბრიტანეთის მოქალაქეობა შესაძლოა იმიტომ დაკარგოს, რომ ის საკუთარი მეუღლის გადაწყვეტილებებს გამართლებულად მიიჩნევს და მათ პროპაგანდასაც კი ეწევა. ცნობილია, რომ ასადის მეუღლისთვის ბრიტანეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის თხოვნით, ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრმა შესაბამის უწყებებს მიმართა. 

გამოცემის თანახმად, ასმა ასადს სოციალურ ქსელში სამი ექაუნთი აქვს და სამივე მათგანზე ასადის რეჟიმის მხარდამჭერ შეტყობინებებს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ "სირია წამებულია, დასავლეთს კი თავს უნდა დაესხა".

სირიის პირველ ლედის, სოციალურ ქსელებში: Facebook, Telegram და Instagram-ზე, ჯამში, ნახევარ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

ყოფილი ბანკირი ასმა ასადი ბაშარ ასადზე 2000 წელს დაქორწინდა. 

კომენტარები ()