imedi /  17 აპრილი 2017, 10:13 / სანდო წყარო

ერდოღანმა შესაძლოა თურქეთში სიკვდილით დასჯა აღადგინოს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რეფერენდუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის თაობაზე შესაძლოა კიდევ ერთი პლებისციტი ჩატარდეს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის საკითხს „სასწრაფოდ“ განიხილავს პრემიერმინისტრ ბინალი ილდიმირთან.

აღნიშნულია, რომ ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, თურქეთის ევროკავშირში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებები შეწყდება.

რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.

კომენტარები ()