imedi /  17 აპრილი 2017, 18:30 / სანდო წყარო

კიმ ჩენ ინი ბაშარ ასადს სოლიდარობას უცხადებს

ბაშარ ასადი
კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აშშ–ის წინააღმდეგ, სოლიდარობას უცხადებს და არაბულ რესპუბლიკას, როგორც „მეგობრულ სახელმწიფოსა და ხალხს, სამართლიანობის მიღწევისთვის“ სათანადო მხარდაჭერას ჰპირდება. ამის შესახებ წერენ ტელეგრამაში, სადაც ჩრდილოკორეული ხელისუფლება, სირიის მთავრობას დამოუკიდებლობის 71–ე იუბილეს ულოცავს. სრულ ტექსტს სააგენტო KCNA–აქვეყნებს.

თავის წერილში კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიერ სირიის პროვინცია იდლიბში ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე ("ალ შაირატი") სარაკეტო იერიშის მიიტანას გმობს და ამ საქციელს „აგრესიის ფაქტსა და სამხედრო დანაშაულს“ უწოდებს. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ასადს „მეგობრულ მილოცვასა და სამხედრო სალამს“ უგზავნის.

ბოლო კვირების განმავლობაში, კორეულ ნახევარკუნძულზე სიტუაცია გამწვავდა. 14 აპრილს, დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, საპასუხოდ დარტყმები განხორციელდება ამერიკულ ბაზებზე  იაპონიასა და სამხრეთ კორეაში და ასევე სეულში პრეზიდენტის რეზიდენციაზე. 

ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.

15 აპრილს აშშ–მ განაცხადა, რომ ღია კონფლიქტს არ წამოიწყებს და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა ექნება.

კომენტარები ()