imedi /  19 აპრილი 2017, 16:13 / სანდო წყარო

OPCW: იდლიბში ქიმიურ იარაღად ზარინი გამოიყენეს

ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავი ორგანიზაციის (OPCW) დირექტორმა აჰმეტ უმიჯუმ განაცხადა, რომ 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში გამოყენებული ქიმიური იარაღის შემადგენლობაში ზარინის სითხე იყო. ავრცელებს ინფორმაციას Reuters-ი. 

მათი მტკიცებით, ეს დასკვნა დეტალური ანალიზის შემდეგ მიიღეს.

4 აპრილს, იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე მატულობდა და ბოლო მონაცემებით, მოწამვლის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი ბრალდებებს უარყოფს.

ზარინი - უფერო, უსუნო სითხე, მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. ზარინი არის ორგანოფოსფატების ნაერთი და მცირე კონცენტრაციაც კი ლეტალურია. სასიკვდილოდ საკმარისი დოზის შესუნთქვის შემდეგ, ადამიანი იღუპება ერთიდან ათ წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს.

კომენტარები ()