Imedi /  19 აპრილი 2017, 18:32 / სანდო წყარო

ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ინიციატივას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ტერეზა მეიმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ 18 აპრილს განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლაში დაეხმარება და გაერთიანებული სამეფოს ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

პრემიერი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. მას ამომრჩეველთან ურთიერთობა ურჩევნია.

ტერეზა მეი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე განმეორებითი რეფერენდუმი არ გაიმართება.

პრემიერმა 29 მარტს ხელი მოაწერა წერილს, რითაც Brexit-ი ამოქმედდა. ოფიციალური შეტყობინება ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის მიხედვითაა შედგენილი. დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს წარედგინა.

ლორდთა პალატამ Brexit-ი 14 მარტს დაამტკიცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ დოკუმენტს ხელი 16 მარტს მოაწერა.

2016 წლის 23 ივნისს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე პრემიერი დევიდ კამერონი გადადგა.

გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს.

კომენტარები ()