imedi /  19 აპრილი 2017, 23:56 / სანდო წყარო

სირიელი ფოტოგრაფი გადაღების ნაცვლად ბავშვებს ეხმარებოდა

15 აპრილს სირიის ქალაქ ალეპოში ავტობუსი აფეთქდა, სადაც ლტოლვილები ისხდნენ. ერთ-ერთი ფოტოგრაფი სახელად ალქადერ ჰაბაკი კი სამუშაოს შესრულების ნაცვლად, ბავშვებს ეხმარებოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

"საშინელი სცენა იყო. ჩემს თვალწინ ბავშვები კვდებოდნენ, ამიტომაც ჩემს კოლეგებთან ერთად გადავწყვიტე კამერები გვერდზე გადამედო და ხალხს დავხმარებოდი",- აცხადებს ჰაბაკი. აფეთქების შემდეგ, რომელმაც დაუზუსტებელი ცნობით 150-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა და მათ შორის 68 ბავშვის, ჰაბაკი შემთხვევის ადგილას ფოტოებს იღებდა, როდესაც შეამჩნია, რომ ერთი ბავშვი სუნთქავდა.  

 

ვიდეო შეიცავს ძალიან მძიმე კადრებს, რის გამოც სასურველია ის არ ნახონ მოზარდებმა და მაღალი მგრძნობელობის ადამიანებმა.

კომენტარები ()