imedi /  20 აპრილი 2017, 17:47 / სანდო წყარო

ირანი აშშ-სგან ბირთვული შეთანხმების პირობების დაცვას მოითხოვს

ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა მოითხოვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმების პირობები დაიცვას და თეირანის წინააღმდეგ ბრალდებები არ წამოაყენოს.

"აშშ-ის გაცვეთილი ბრალდებები ვერ შენიღბავს იმას, რომ ვაშინგტონი იძულებულია ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობები დაიცვას", - წერს ზარიფი თავის Twitter-ზე.

 

ამ განცხადებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელმაც ირანი ტერორიზმის სპონსორობასა და ახლო აღმასავლეთის რეგიონში დესტაბილიზაციის მიზნით პროვოკაციებში დაადანაშაულა. 

კომენტარები ()