imedi /  20 აპრილი 2017, 19:21 / სანდო წყარო

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოქვეყნდა

ჟურნალ Time-მა 2017 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. სიის შედგენის დროს, ადამიანები სხვადასხვა ჯგუფებში გადაანაწილეს: „ლიდერები“, „ხელოვანები“, „ნოვატორები“, „ტიტანები“ და „კერპები“.

"ლიდერების" განყოფილებაში მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი,,„ვიკილიქსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი,პაპი ფრანცისკი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ „ინოვატორების“ სიაში მოხვდნენ, აშშ-პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.

„ხელოვანების“ კატეგორიაში განათავსეს ემა სტოუნი, ედ შირანი, მარგო რობი, ჯეიმს ქორდენი და სხვები.

სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები ()